კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2019 წლისთვის

420
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გთავაზობთ 2019 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს, ასევე – მოსალოდნელ კარიერულ ცვლილებებს.
ვერძი
კარიერული წინსვლის წელი დაგიდგათ. იანვარ-თებერვალში სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ზაფხულში განაახლებთ ურთიერთობას ძველ პარტნიორებთან. სექტემბერ-ოქტომბერში: სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, თუ ახლანდელ თანამდებობა სიამოვნებას არ განიჭებთ. მოერიდეთ კოლეგების წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას. წლის ბოლოს მოგიმატებენ ხელფასს, მიიღებთ საჩუქარს, პრემიას. თუმცა, ამავე პერიოდში უნდა მოერიდოთ ფინანსურ დაბანდებას.


კურო

წლის დასაწყისში დაგაწინაურებენ. შეიძლება ახალ პროექტს უხელმძღვანელოთ. ზაფხულში თავად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კოლეგებისა და უფროსისგან მხარდაჭერას იგრძნობთ. შემოდგომაზე უმნიშვნელო მიზეზების გამო, სამსახურში ნუ იკამათებთ. იანვარი მსხვილი საყიდლების თვეა. თებერვალ-მარტში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. წლის ბოლოს ძვირად ღირებული საჩუქრები შეიძინეთ ახლობელი ადამიანებისთვის.

Astrologia

ტყუპი

სამსახურში წინა წელთან შედარებით ნაკლები უსიამოვნება გელით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. წლის ბოლოს საინტერესო, საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მარტივად გაისტუმრებთ ვალებს. წლის ბოლოს მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში დაბანდებას.

კირჩხიბი
გაზაფხულზე მოიმატებს კონკურენცია, უფროსს თქვენი პროფესიონალიზმი უნდა დაუმტკიცოთ. მოითხოვეთ ხელფასის მომატება. ივლისში გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. შემოდგომაზე კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ”გამორთეთ” ემოციები. ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო პერიოდია 7-17 აპრილის შუალედი. ფული იმდენი გექნებათ, რომ და-ძმების (თუ ცოდნის მიღების სურვილი გექნებათ, საკუთარისაც) სწავლის გადასახადსაც გადაიხდით.


ლომი

იანვარ-თებერვალში მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. წლის დასაწყისი კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად, ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. მაისში მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოთ უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან. აგვისტოში ნუ დაიწყებთ ახალ ბიზნესპროექტებს. ოქტომბერ-ნოემბერში ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს. მატერიალურ კეთილდღეობას გაგიუმჯობესებენ მშობლები, მეგობრები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ნუ ენდობით მათ, ვინც “მარტივ ფულს” გპირდებათ.


Astrologia

ქალწული
წლის დასაწყისში ვალების გასტუმრებას შეძლებთ. აქტიურად შეუდგებით ახალი სამსახურის ძებნას. აპრილიდან თქვენს იდეებს გაიზიარებენ, მოგისმენენ და დაგაფინანსებენ. ზაფხულში მოსალოდნელია უსიამოვნებები სამსახურში. შემოდგომაზე კარიერული წინსვლის შანსი მოგეცემათ ან თქვენთვის სასურველ სამსახურს იშოვით. ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ და არა ისე, როგორც თქვენ იცით. შემოდგომაზე თქვენს პროექტს დააფინანსებენ. დეკემბერში მთელი წლის დაგროვილი თანხით სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ.


სასწორი

აპრილში ახალი თანამდებობასა და ხელფასის მატებას ელოდეთ. მაისში – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფული შეიძლება ჰობიმაც მოგიტანოთ. სექტემბერი ამბიციური გეგმების განხორციელების თვეა. დეკემბერში კარიერაში წინსვლა გელით. ზაფხულის დასაწყისში ახალი პროექტი დიდ ფულს მოგიტანთ. შემოდგომაზე მოერიდეთ აზარტულ თამაშებს ფულზე.

მორიელი
წლის დასაწყისში ახალ სამსახურში გადახვალთ. აპრილში ნუ აიღებთ დამატებით სამუშაოს. შეიძლება თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში გაწევრდეთ. ამავე პერიოდში დაესწარით სემინარებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. წლის დასაწყისიდან მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებას დაიწყებს. იანვარში თქვენთვის ხელსაყრელ ხელშეკრულებებს გააფორმებთ. გაფრთხილდით გაზაფხულზე, გაუთვალისწინებლობით არ დაკარგოთ თანხა. შემოდგომაზე ფულით ბევრ საქმეს მოაგვარებთ.


მშვილდოსანი

ზამთრის პერიოდში ახალი პროექტების დაწყებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია, მეტი ყურადღება ძველებს მიაქციოთ. მარტში იპოთეკური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. კარგი პერიოდია კრედიტების გასაფორმებლად. აპრილ-მაისში უფროსთან საკუთარ ნიჭს თვითრეკლამა უნდა გაუწიოთ. ივნისში გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდით. სექტემბერი კარგი პერიოდია ახალი პროქტების განსახორციელებლად. ნოემბერში კარიერა თქვენს შრომასა და თვითრეკლამაზე იქნება დამოკიდებული. აპრილში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საჭირო ნივთების შეძენას შეძლებთ. შემოდგომაზე სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. დეკემბერში შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.


თხის რქა

წლის დასაწყისში მოერიდეთ ავანტიურას. ვერც მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ და რეპუტაციაც შეგელახებათ. თებერვალში ძველი საქმეები დაასრულეთ. გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. შემოდგომაზე ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე წლის მეორე ნახევარში კარიერული წინსვლა გელით. ნოემბერ-დეკემბერში ბიზნესი საზღვარგარეთ გააფართოეთ. ფულის ხარჯვა და მსხვილი საყიდლები იანვარში გელით. მაისში შეიძლება უხარისხო საქონელი შემოგასაღონ ან ხურდა არ დაგიბრუნონ. ზაფხულში მატერიალური მდგომარეობა დაგისტაბილურდებათ. შემოდგომაზე ფული შვილების განათლებაში დააბანდეთ.


Astrologia

მერწყული 
შანსი მოგეცემათ, წლის პირველ ნახევარში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნოთ. იანვარ-თებერვალში ახალი იდეები უფროსობას გააცანით. მარტი-აპრილი მივლინებები და საქმიანი შეხვედრებით იქნება დატვირთული. ზაფხულში მნიშვნელოვან დოკუმენტებს გააფორმებთ. აკონტროლეთ უმნიშვნელო დეტალიც კი. იანვარ-თებერვალში ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ. მსხვილი შემოსავალი ზაფხულში გელით. ოქტომბერში შეიძლება ლატარიაში მოიგოთ ან ფული საჩუქრის სახით მიიღოთ.

თევზები
წლის დასაწყისში ნუ შეიცვლით სამსახურს, მოერიდეთ მსხვილ ხარჯს. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად და სწრაფად შესრულებას. აპრილ-მაისში პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ. ნუ დაგენანებათ ფულის განათლებაში დაბანდება. ნასწავლის გამოყენებას უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებთ. 2019 წელს იმდენს გამოიმუშავებთ, რომ ვალების აღება აღარ დაგჭირდებათ. აპრილ-მაისში, თუ საკუთარ შესაძლებლობებში 100 პროცენტით დარწმუნებული ხართ, საკუთარი ბიზნესის დაწყებას შეძლებთ. მარტში ძველ ვალს დაიბრუნებთ. ზაფხულში შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. მსხვილი შენაძენისთვის კარგი პერიოდია სექტემბერ-ოქტომბერი. საახალწლო საჩუქრები ნოემბერში შეიძინეთ. დეკემბერში ხარჯი შეამცირეთ.

 

 

astrologi.ambebi.ge

თქვენი კომენტარი?
IMG.GE