პაატა სააკაძის ტრაგედიაზე ხუმრობა ჩვენთვისაც მიუღებელია და ეს იყო ჩვენი შეცდომა – სტუდია “ფარანი”-ს განცხადება

448
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია ტელეკომპანია “POSTV”-ს ეთერში გასულმა ვიდეომ, რომელშიც პაატა სააკაძის თავის მოჭრის ისტორია იყო გაშარჟებული, რის გამოც სტუდია “ფარანი” რომელიც ამ გადაცემას ამზადებს, ბოდიშს იხდის.

“გადაცემა “გვეშველება რამე” რომელსაც ამზადებს სტუდია “ფარანი”, ტელეკომპანია “პოსტივისთვის”, ვიხდით ბოდიშს გადაცემაში გაშვებული ეპიზოდისთვის, ჩვენი პერსონაჟი ანსახიერებს ოპოზიციური არხების “ჟურნალისტებს” რომლებიც ძირითადად ყალბ ამბებს ავრცელებენ.

ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ ეს არ იყო მიზანმართული ხუმრობა ისტორიულ ფაქტზე, ეს იყო ხუმრობა, თუ როგორ გააშუქებდნენ ამ ამბავს ზემოხსენებული “ჟურნალისტები”

პაატა სააკაძის ტრაგედიაზე ხუმრობა ჩვენთვისაც მიუღებელია და ეს იყო ჩვენი შეცდომა. ვიდეო წაშლილია და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს საზოგადოების წინაშე”– ნათქვამია სტუდიის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE