სომხურ-ქართული ძმური ურთიერთობა არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს – სომხეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელის განცხადება

856
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სომხეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი,  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, საქართველო აზერბაიჯანს უჭერს მხარს. აღაჯანიანის თქმით, საქართველო-სომხეთის ათასწლოვანი ძმური ურთიერთობა არ შეიძლება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

“ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში შევამჩნიეთ შემაშფოთებელი ტენდენცია. ყალბი ანგარიშებიდან, რომლებიც უცნობი და ნაცნობი ორგანიზაციების მიერ იმართება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტში საქართველო აზერბაიჯანს უჭერს მხარს. 

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და თავი შეიკავეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან. სომხეთი და საქართველო აქტიურად ვთანამშრომლობთ, რათა მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას და თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ამასთან, მინდა გაცნობოთ, რომ ზოგიერთი დაბრკოლება უკვე გადალახულია ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. 

ჩვენი ათასწლოვანი, ძმური ურთიერთობა არ შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ეს მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ აჰყვეთ გამიზნულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ”- წერს ედუარდ აღაჯანიანი.

ორიგინალი პოსტი:

Սիրելի՛ հայրենակիցներ, Վերջին օրերին սոցիալական ցանցերում բավականին անհանգստացնող միտումներ են նկատվում։ Մասնավորապես,…

Gepostet von Eduard Aghajanyan / Էդուարդ Աղաջանյան am Mittwoch, 7. Oktober 2020

თქვენი კომენტარი?
IMG.GE