არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას – პრემიერი

190
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მესტიაში, მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა ენუქიძის წარდგენის ღობისძიებაზე ამომრჩეველს მიმართა და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ. ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ – ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ.

არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში, მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება“, – განაცხადა  გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE