გიგი და კიწი დავაქორწინოთ და ჯვარი კირიონმა დაწეროს – ირინა სარიშვილი

1133
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:

“ამ დღეებში ჯერ კირიონის “ღრმა რწმენით” ვისიამოვნე, მერე კიწი დოლიძის კივილით, არ დაგინახოთ აქ ჩამოსული ემიგრანტებოო და ახლა კანტროლკა იყო გიგი უგულავას წინასაარჩევნო გამოსვლა მთლიანად მიხეილ სააკაშვილზე და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ჰოდა, ეს ყველაფერი რომ რაღაცნაირად გავაერთიანოთ, დროც დავზოგოთ, ნერვებიც და გიგისთვის იმის ახსნაც არ მოგვიწიოს რომ ივანიშვილია ხელისუფლებაში და მიშა 8 წლის წინ გადადგა, ერთი უაღრესად ჰუმანური, ყოველგვარი აგრესიისგან და ნეგატივისგან დაცლილი აზრი მომივიდა თავში: გიგი და კიწი დავაქორწინოთ და ჯვარი კირიონმა დაწეროს, მერე ქორწილი “გირჩის” პარტყრილობის ეგიდით გადავუხადოთ და კაი პურიც ვსჭამოთ 31 ოქტომბრამდე”- წერს სარიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE