გადაუწყვეტელი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა, მარტიდან ივლისის პერიოდში „ქართული ოცნებისკენ“ გადაიხარა – გივი ხაჭაპურიძე

253
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა, მარტიდან ივლისის პერიოდში „ქართული ოცნებისკენ“ გადაიხარა – ამის შესახებ “პიარ საკონსულტაციო ჯგუფის” ხელმძღვანელი გივი ხაჭაპურიძე აცხადებს.

„Edison Research-ის კვლევის დინამიკაში გაანალიზება ცხადყოფს, რომ კარანტინის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მმართველი გუნდზე დადებითად იმუშავა. კვლევის მეორე ტალღის მონაცემებით, რომელიც მარტში ჩატარდა, ქართულ ოცნებას 29%-ანი მხარდაჭერა ქონდა, ხოლო ივლისში ეს მაჩვენებელი 39%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 28%-დან 20%-მდე შემცირდა. აშკარაა რომ კარანტინის პერიოდი მმართველი პარტიისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

კარანტინის გაუქმების შემდეგ საზოგადოების განწყობებიც შეცვალა. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვმა ისევ მატება დაიწყო და სექტემბრის მონაცემებით მათი რიცხვი 24%-ან ნიშნულამდე გაიზარდა, ხოლო „ქართული ოცნების“ რეიტინგი 36%-მდე დაეცა“ – აღნიშნავს გივი ხაჭაპურიძე.

მისი განმარტებით, ამომრჩეველი, რომელიც ხმას ივლისში ამბობდა რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მყარად არ იყო ჩამოყალიბებული და მისი არჩევანი იმ მომენტისთვის პანდემიის მართვის ეფექტურობით იყო გამოწვეული.

„დღეისათვის, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და მდგომარეობა სულ უფრო საყურადღებო ხდება, მმართველი გუნდისთვის უკვე უარყოფითად მუშაობს. მიუხედავად ივლისის თვიდან რეიტინგის 3-4%-ანი კლებისა, ფაქტია, რომ „ქართული ოცნებისგან“ განხიბლული ამომრჩევლის მიმხრობას ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ვერ ახერხებს. საინტერესოა როგორ გამოიყენებენ პოლიტიკური ძალები არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს. ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პოლიტიკურ ველზე გამოჩენის შემდეგ სწრაფად შეძლო რეიტინგის მატება, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელია“ – აცხადებს გივი ხაჭაპურიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE