მინდა, გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას, მან თქვა, რომ დავით გარეჯის თემა სასაცილოაო – არჩილ თალაკვაძე

252
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიას კუბილიუსის მიერ, დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიებაზე გაკეთებულ კომენტარს:

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. მან, როგორც ვნახე, თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი.

დავით გარეჯი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო, ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, არის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტსა, თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რას ნიშნავს განმარტებას გააკეთებს, ემიჯნებით, ბოდიშის მოხდას ითხოვთ?,- თალაკვაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე ყველა ადამიანს თავისი სამოქალაქო პოზიცია უნდა გააჩნდეს. თალაკვაძის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერასდროს იქნება სასაცილო.

„თქვენ არ ემიჯნებით? მიპასუხეთ, რატომ გეშინიათ პასუხის, როგორც მოქალაქე არ ემიჯნებით? რა კონტექსტში ჰქონდა ნათქვამი, აბა აგვიხსენით. ეს არის პრობლემა ზუსტად, რომ მოდიხართ კითხვით და თქვენი ელემენტარული სამოქალაქო პოზიცია არ გაგაჩნიათ, ადამიანმა თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხი სასაცილოაო, თქვენ არ ემიჯნებით? ძალიან ცუდია ის, რომ ბოდიშის მოხდას მე კიარა, თქვენ უნდა ითხოვდეთ ამაზე. როდესაც დგახართ სვეტიცხოვლის ეზოში და ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გაქვთ, მათ შორის საერთო მაუწყებლობის მქონე არხს, ეს არის ძალიან ცუდი.

პოზიცია ის არის, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს. თქვენ პოზიციას ვერ აფიქსირებთ. თქვით მაშინ, რომ ეს მიუღებელია. ეს ის საკითხია, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს პოზიცია. დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერ იქნება ვერასდროს სასაცილო. ვინც თვლის, რომ ეს არის სასაცილო საკითხი, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი შეფასება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაცნობებთ, რომ  ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საქმეს „ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაწერა:

„საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონოდ გადაცემისთვის“. შენიშვნა – მოვლენები 2007 წელს განვითარდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან – პანდემიაზე სუსტი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკიდან ყურადღების გადასატანად“, – განაცხადა კუბილიუსმა, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის თანამოაზრეა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE