აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა – დავით ლიკლიკაძე

1428
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დავით ლიკლიკაძის  პოსტი სოციალურ ქსელში:

“ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელსაც ერთი დღეც არ უვლია პირბადის გარეშე, პირბადე უკეთია სახლშიც და მანქანაშიც, როცა მარტოა. ასევე მაღაზიაში რომ მიდის გამჭვირვალე ფარიც ადევს ზემოდან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს. მარკეტის კარებს ბეჭით აღებს. სახლში მიტანილ ბანანს ამ დრომდე სარეცხ ჟელეში რეცხავს და ისე აწყობს მაცივარში.

იტალიიდან რომ ჩამოვედი ორი თვე გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. სახლში არავის უშვებს და არც თვითონ მიდის სხვასთან, ხელების საპნით დაბანის დროს ორჯერ მღერის საქართველოს ჰიმნს და მერე იმშრალებს,- დღეს კოვიდი დაუდასტურდა. აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა.”- წერს ლიკლიკაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE