ამიტომაც იგესლებიან – ბონდო მძინარაშვილი

328
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში წერს:

ციხის კადრები და მოძიებული რუკები” – სათაურმა არ გაგაკვირვოთ.

ციხის კადრების გავრცელების დროსაც ისტერიკაში ჩავარდნენ მაშინ ხელისუფლებაში მყოფი ნაცსექტანტები, – 2012 წლის არჩევნების წინ რატომ გავრცელდა ეს კადრებიო.

სინამდვილეში კი საქმე ასე იყო:

“წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერებთან ე. წ. ბედუკაძის კადრები, ანუ ციხეებში პატიმრების წამების ვიდეომტკიცებულებები გაზაფხულზე მიიტანეს. ეს იყო სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მიერ პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულებები. მაგრამ ამ კადრებში არსად ჩანდნენ სისტემის მესვეურები.

ამ კადრების მაშინვე გავრცელებით ციხეებში პატიმრების წამება კი არ შეწყდებოდა, არამედ გაძლიერებოდა: ხელისუფლება რამდენიმე ზედამხედველის თვითნებობას დააბრალებდა და სისტემა კიდევ უფრო ჩაიკეტებოდა, რაც ათასობით პატიმრის სიცოცხლეს გარდაუვალ საფრთხეს შეუქმნიდა.

ამიტომ საჭირო იყო ვიდეომტკიცებულების მოპოვება, რომ ციხის თანამშრომლები კი არ თვითნებობდნენ, არამედ სააკაშვილის მკვლელი სისტემა ძალადობდა უფლებააყრილ ადამიანებზე. შესაბამისად, დაიგეგმა ფარული გადაღება, რომლის მომზადებასაც (ციხის თანამშრომლების დათანხმება ფარულ გადაღებაზე, მათი ინსტრუქტაჟი, ექსპერიმენტები და ფარულ კამერასთან ერთად გადაადგილებას შეჩვევა) გარკვეული დრო სჭირდებოდა.

აგვისტოში უკვე მზად იყო სისტემური ძალადობის ამსახველი ფარული ვიდეომასალა. ახლა დღის წესრიგში დადგა ამ ჩანაწერის საზღვარგარეთ უსაფრთხიდ გატანა და, ასევე, ამ თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აგვისტოს დამლევს ჩანაწერი უკვე ევროპაში იყო. მანამდე ევროპაში უკვე ნანახი ჰქონდათ ე. წ. ბედუკაძის კადრები, მაგრამ, ვიმეორებ, იმ კადრებში წამების სისტემურობა არ ჩანდა, ფარულად გადაღებული კადრებით კი ციხის და სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის მონაწილეობა უტყუარად დასტურდებოდა.

მანამდე, წლების განმავლობაში, ირმა ინაშვილი და “წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერები ყოველდღე ლაპარაკობდნენ ციხეებში წამების ფაქტებზე, ყოველ შაბათს კი რუსთაველის ძეგლთან საინფორმაციო მიტინგები იმართებოდა და ციხის ჯალათების, ასევე ნაწამები პატიმრების შესახებ აცხადებდნენ. ასევე საუბრობდნენ ადვოკატები. “ობიექტივში” ძირითადი დრო სწორედ პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობას ეთმობოდა, მაგრამ სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლება ახერხებდა ელჩების დარწმუნებას, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო და დამნაშავეებს სჯიდნენ.

ესეც ტყუილი იყო, მაგრამ ელჩები ვერაფერს ეუბნებოდნენ, რადგან სისტემურობის მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

სასტიკი რეალობის გაყალბების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ელჩები საზღვარგარეთ. მახსოვს, 2010 წლის მაისში, როცა ირმა ინაშვილის ხელმძღვანელობით უფლებადამცველების და ჟურნალისტების ჯგუფმა სპეციალური შეხვედრა და ძალადობის ამსახველი კრებულის (“უუფლებობის ზონა”) პრეზენტაცია და ფოტოების გამოფენა გავმართეთ ბრიუსელში, სასტუმრო “ქროუნ-პლაზაში”, საქართველოს მაშინდელმა ელჩმა საგანგებო მესიჯები დაუგზავნა ქართველებს, შეხვედრაზე არ მიხვიდეთო. სამაგიეროდ, ჩვენ მივედით საელჩოში და საქართველოს ელჩი დაგვემალა.

მოკლედ, 2012 წლის სექტემბერში სისტემური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა უკვე ბრიუსელში და ვაშინგტონში იყო, რომლის ნახვის შემდეგ სააკაშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა პრაქტიკულად გამოირიცხა.

მახსოვს, მაშინ გვეუბნებოდნენ, გაზაფხულზევე რომ გამოგექვეყნებინათ ის კადრები, რამდენი ადამიანი გადარჩებოდაო და იქვე, გვსაყვედურობდნენ, ახლა რატომ გამოაქვეყნეთო.

რამდენჯერ აუხსნეს “წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერებმა, რამდენ გადაცემაში თუ საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრეს, მაგრამ არა, არაფრის გაგონება არ უნდათ!

თან იმას კი არ წუხდნენ, ეს რა უბედურება დავმართეთ ხალხსო! არა, ახლაც იმუქრებიან, – დავბრუნდებით და უარესს გიზამთო!

დიახ, სწორედ იმ კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი, მაგრამ როცა შესაძლებელი გახდა ე. წ. ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა, მაშინ გამოქვეყნდა.

ახლა რუკებზე აკაკანდა ნაცსექტა, – 2020 წლის არჩევნების წინ რატომ დაიწყეთ ქართული მიწის გაყიდვის საქმის გამოძიებაო.

იმას კი არ ამბობენ, ეს როგორ მოხდა, ქართული მიწის დაკარგვის საფრთხის წინაშე როგორ დავდექითო!

არა, იმაზე წუხან, აზერბაიჯანს არ ვაწყენინოთო!

ეს გარეწრები! ეს მოღალატეები!

ისეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, რომ არაფრის გაგონება არ უნდათ!

არადა, უკვე მერამდენედ აგვიხსნეს, რომ რუკების სრული კომპლექტი ახლახან, ივლისის დამლევს ჩამოვიდა საქართველოში.

აგვისტოში ექსპერტებმა, კარტოგრაფებმა (და არა ივერი მელაშვილის მსგავსმა მიწათმომწობებმა. ამ პროფესიას არაფერს ვერჩი, მაგრამ რუკა კარტოგრაფმა უნდა “დაამუშაოს”!) იმუშავეს და დასკვნაც მოამზადეს.

ეს იყო გამაოგნებელი დასკვნა და აგვისტოშივე თავდაცვის მინისტრმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, აქ რაღაც საეჭვოა და გამოიძიეთო.

პროკურატურამ 60-ზე მეტი ადამიანი დაკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო აქტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების – მელაშვილის და ილიჩოვასთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება.

ახლა დავსვათ შეკითხვები:

როგორ უნდა მოქცეულიყო თავდაცვის მინისტრი, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიების გასხვისების ფაქტს ეხებოდა, პროკურატურისთვის არ უნდა შეეტყობინებინა შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაკი ორ თვეში არჩევნები იმართებოდა, სპეციალისტების დასკვნაში კი საუბარი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს მომზადებულ დოკუმენტზე?

და რატომ უნდა მოქცეულიყო ასე, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცსექტას არ ეკაკანა და სპეკულაციები არ დაეწყო?

ამით ხომ შესაძლო დანაშაულს (როგორც აღმოჩნდა – დანაშაულს!) დაფარავდა თავდაცვის მინისტრი და თვითონ იქნებოდა დამნაშავე?

უფრო მეტიც: მას შემდეგ, რაც საქმის 60-ზე მეტი ფიგურანტი დაკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყო პროკურატურა, სასამართლოსთვის არ უნდა მიემართა და არჩევნების შედეგების გამოცხადებას უნდა დალოდებოდა?

და ნაცსექტის კაკანა იურისტებმა არ იციან, რომ ამ დალოდებით პროკურატურა თვითონ გახდებოდა კანონდამრღვევი?

ახლა სასამართლო.

როგორ უნდა მოქცეულიყო სასამართლო, როდესაც პროკურატურის მიერ დაკითხულმა 60-ზე მეტმა პირმა ჩვენებაში სწორედ ამ ორი ადამიანის მხრიდან აქტის შედგენის დროს გამოჩენილ განსაკუთრებულ აქტიურობაზე მიუთითა?

დაბოლოს:

დიახ, ყველაფერი ლოგიკურია!

მათ შორის, – ნაცსექტის ისტერიული კაკანიც!

როგორც 2012 წელს კაკანებდნენ, ისე აკაკანდნენ ახლაც!

როგორც მაშინ ადანაშაულებდნენ მათი სისასტიკის – სისტემური ძალადობის მამხილებელ ადამიანებს, ისე ადანაშაულებენ ახლაც მათი ღალატის მამხილებელ ადამიანებს!

რა იქნება შედეგი?

2020 წლის 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი ნაცსექტას და მის ანაფხეკებს ისევე ამოსცხებს ჭიტლაყს, როგორც ეს 2012 წელს გააკეთა!

ოღონდ, ერთი პირობით:

ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ მოღალატეებს ის ნაჭიტლაყარი უკანალები ფაფუკად აღარ უნდა ჩამოფერთხოს და გვერდით აღარ უნდა მოისვას!

იქნებ, ახლა მაინც მიხვდეთ, რომ “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”.

კუს და მორიელის არაკიც არ დაგავიწყდეთ!

და ისიც გაიხსენეთ, რამდენჯერმე გითხარით:
ჩხრიალა გველს კოპლებს რომ დაახატავთ, ამით ის ჭიამაიად არ გადაიქცევა!

ამიტომაც იგესლებიან!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE