“ნინო პაზოროვნა პურჯანაძე” – სირცხვილია ხალხო, დიდი სირცხვილი – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება

თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე წერს სოციალურ ქსელში და ეხმიანება მის ინტერვიუს ტვ “პირველზე”.

“ნინო ბურჯანაძე საუბრობდა, ” ეს რა წესია ასე გულგრილად რომ იქცევა ხელისუფლება, ეს რა წესია მშობლებს რომ არ ესაურებიანო”.

ჰო რა თქმა უნდა, ამაზრზენია, აღვირახსნილი ხელისუფლების საქციელი, ოღონდ აი ამ პოლიტიკანისგან ამის მოსმენაც ამაზრზენია, ეს ის ბურჯანაძეა, ირინა ენუქიძე რომ არ მიიღო კაბინეტში, ვერაფრით აიძულა ვერავინ რომ შვილმკვდარი ირინა ენუქიძე მიეღო სასაუბროდ, უბრალოდ გასაუბრებოდა, მოესმინა და ის ბურჯანაძეა, მისი კაბინეტის მოსაცდელში (პარლამენტში) მაშინდელი ოპოზიცია რომ შიმშილობდა და “პლედები “რომ არ შეატანინა და 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, 9 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა პარლამენტში ( თავმჯდომარე იყო) და თქვა ” დიახ სახელმწიფო შედგა, სახელმწიფომ თავი დაიცვაო”, შემდეგ უკვე ამ “ოცნების” ხელისუფლების დროს კი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ახლახანს კი უახლეს ოსტორიაში პირდაპირ კრემლის ეთერში განაცხადა ” ომი საქართველომ დაიწყო და გორს ჩვენ ვბომბავდითო, პუტინს საქართველოსთვის ცუდი არ უნდაო”

რატომ ვწერ ამ ყველაფერს და შეურაცხყმოფელია ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის აი ეს პოლიტიკანი, ქართველი “მარგარიტა სიმონიანი” ბედავდეს და საუბრობდეს ოპოზიციაზე , რაიმე ფორმით ბედავდეს ტლიკინს და შეურაცხყოფის გარდა ნიღილიზმის მომტანია, საზიზღრობაა იმ ღირებულებების შეურაცხყოფაა რისთვისაც ვიბრძვით.

21-ე საუკუნეა გარეთ, სისტემის რეფორმების დროა, სირცხვილია ქართველი მარგარიტა სიმონიანი – ბურჯანაძე ვინმეზე საუბრობდეს და აკრიტიკებდეს, ოპოზიციაში ასეთი არ მეგულება, ოპოზიციაში მყოფი არც ერთი ქალი არ იმსახურებს ამ შეურაცხყოფას, რომ კორუფციაში ჩაფლული, ქართველი მარგარიტა სიმონიანი, უბლოკო სტატუსის ავტორი (საქართველოს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენის მოსურნე) რომლის პარტიასაც სახელიც კი პუტინის პარტიის ჰქვია :” ედინაია როსია”, ოღონდ რუსეთის მაგივრად საქართველოა ჩასმული.

ეს პოლიტიკანი არ უნდა ბედავდეს და აკრიტიკებდეს ან ჭკუას ასწავლიდეს ახალგაზრდებს, ეს დროს აცდენილი “აბსოლუტური” უტიფრობით გამორჩეული “ნინო პაზოროვნა პურჯანაძე” სირცხვილია ხალხნო ,დიდი სირცხვილი და პოლიტიკური სტაგნაციის ნიშანი!

არა რუსულ კანონს, ანუ არა ქართველ მარგარიტა სიმონიანებს!
ეს არის გადარჩენის, გამარჯვების გზა, სხვა არაფერი, დანარჩენი სიყალბე და ორმაგი სტანდარტია”- წერს თაკო ჩარკვიანი.

იხილეთ ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ ტვ “პირველზე” – 23/04/2023

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *