მსახიობი სოსო ხაინდრავა გარდაიცვალა

520
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

80 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი სოსო ხაინდრავა.

მისი კარიერი 1960 წლებიდან დაიწყო, 1959 წელს ჩააბარა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სამსახიობო სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1968 წელს.

1960-1969წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობად, რეჟისორის ასისტენტად. 1970-2004წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. გადაღებულია ფილმებში: “მამულუქი” (დ. რონდელი, 1958, ფრანგი ჯარისკაცი), “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” (ყ. მგელაძე, 1965, დურგალი), “პიერი-მილიციის თანამშრომელი” (დ. რონდელი, 1965, მილიციის ლეიტენატი), “შეხვედრა წარსულთან” (ს. დოლიძე, 1966, კულაკი), “ვედრება” (თ. აბულაძე, 1967, ფრაკიანი კაცი), “ჩემი მეგობარი ნოდარი” (დ. რონდელი, 1967, ბილიარდის მოთამაშე), “ბზიანეთი” (ლ. ელიავა, 1968, სოსანა), “განგაში” (ნ. სანიშვილი, 1968, ექიმი), “გელა” (ნ. მჭედლიძე, 1971, ჯარისკაცი), “მოიტაცეს თამარ ქალი” (ლ. გორდელაძე, 1971, მილიციელი), “წუთისოფელი”( შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971, დეზერტირი), “მშვენიერი კოსტუმი” (ლ. ელიავა, 1973, ჟიურის წევრი), “შერეკილები” (ე. შენგელაია, 1973, ექიმის თანაშემწე), “ყვარყვარე” (დ. აბაშიძე, 1978, მენშევიკი), “მეცამეტე გოჭი” (რ. ჭარხალაშვილი, 1979, მგზავრი), “შუაკაცი” (გ, ვეფხვაძე, 1984, ძია მიტო), “ლოლიტა” (რ. გიორგობიანი, 1991, მაკლერი), “ლეონარდი”(დ. ნაცვლიშვილი, 1993), “წითელი პატეფონი” (დ. ბაშიძე, 1995, ნოე), “ჯართოსანი” (ნ. გიუნაშვილი, 2008).

სოსო ხაინდრავა ბოლოს, ნოდარ დუმბაძის სახელობის, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

MULTIMEDIA.GE სამძიმარს უცხადებს სოსო ხაინდრავას ოჯახსა და მეგობრებს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE