გუდაურში სეზონი გაიხსნა

321
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

“დღეს გავხსენით ზამთრის სეზონი გუდაურში. კურორტს 6 ახალი საბაგირო გზა დაემატა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ოთხჯერ მეტ ტურისტს მოვემსახუროთ. აქედან სამი საბაგირო ერთმანეთს დააკავშირებს კობი-გუდაური-სტეფანწმინდას, ეს კი დამატებით შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გუდაური და ჩვენი მთის სხვა კურორტები მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდნენ, როგორც საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო ტურისტული ცენტრები.”– აცხადებს პრემიერი.


თქვენი კომენტარი?
IMG.GE