კარგად მახსოვს, როგორ ჩაიფარცხა გარეჯის რუკების საქმე, თემა მკვდარია და დაივიწყეთო – ნუკა არველაძე

3299
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ნუკა არველაძე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

“გარეჯის საკითხი და რუკების საქმე კარგად მახსოვს როგორ ჩაიფარცხა და ჩაკვდა ჟურნალისტურ წრეებში! დირექტივით –  თემა მკვდარია დაივიწყეთო! უკვე მაშინ ვიცოდით რომ რუკები გაქრა!

კარგად მახსოვს ალიევის და მისი ცოლის მაღალი დონის ვიზიტიც და მერე ღამის კლუბის ქეიფობის მოარული ხმები!

ამ ამბების მერე, მახსოვს საქართველოს რუკა დამჭირდა და ვერსად ვერ შევიძინე, მერე მითხრეს გადახალისება მიდის და ახლა მხოლოდ ერთი კომპანია ბეჭდავს ახალ რუკებს და ჰოი საოცრებავ, გიგი უგულავას ძმისაა ეს კომპანიაო!

მოკლედ! ვიცი, ამზადებთ და აპირებთ მორიგი ბინძური ტალღები ააგოროთ, ხშირად მეკითხებიან რას გერჩიანო, ხოდა რომ არ მერჩოდეთ ის უფრო გამიკვირდება!

თქვენ პოლიტიკანებო! ახლა დაბოდიალებთ სოფელ სოფელ, ბატები და ძროხები ლაივში პირველად ნახეთ, ხოდა როცა ღრეობდით და ქვეყანას ტირანიით მართავდით, აი მაშინ მაქვს ფეხით მოვლილი საქართველო, ჩემი სამშობლო!

მარტო ის, რომ კოდორის ხეობა და კვიციანი თავზე მეშოკით რუსებს ჩააბარეთ იქნება მოგვიყვეთ ეს როგორ მოახერხეთ?! ან ნორა კვიციანს რას ერჩოდით, შეგაშინათ ქალის ავტორიტეტმა?!

აღარაფერს ვამბობ გაყიდულ სტრატეგიულ ენერგო ობიექტებზე! გემების ჯართად ჩამოწერაზე და გაყიდვაზე, პორტის დაკნინებაზე! ქართული ოქროს რუსეთზე გასხვისებაზე!

მიხეილ სააკაშვილო,  შენ ხომ ძალიან კარგად იცი, რომ სწორად ამ თემებზე ვმუშაობდი, შენ ხომ ძალიან კარგად იცი, რა გააკეთე ცხონებულ ბენდუქიძესა რურუასთან ერთად!

არ გეყვარება  ბიძინა ივანიშვილი – რომ გიყვარდეს გამიკვირდება და რა თქმა უნდა გირჩევნია ჩემნაირი მკვდარი იყოს ან დაკნინებულ განადგურებული, რაც თითქმის გამოგივიდათ! ადიოს ქვეყნის, სამშობლოს და ქართველი ხალხის მოღალატევ!”– წერს ნუკა არველაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE