15 გარდაცვლილი და 1194 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის მონაცემები

168
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 15 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 328-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 8666 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 19 857-ს შეადგენს.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 158 ადამიანია გარდაცვლილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE