MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოს, რომელშიც ის, ნინო წილოსანი და კახა კუჭავა “ევროპული საქართველო”-ს წევრ ირაკლი აბესაძესთან ერთად იმყოფებიან.

“ვიყავით თუ არა სუფრაზე ბოლო პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად?

არა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ, “ვესტმისტერნის” მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც “ქართული ოცნების” ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი.

სწორედ იქ არის გადაღებული ის “სუპერსკანდალური” ვიდეო, რომელიც, “პატრიოტთა ალიანსმა”, არც მეტი და არც ნაკლები, თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა.

მე კი ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი “კომპრომატი” ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია.”– წერს მამუკა მდინარაძე.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER