გუგეშაშვილების საქმეზე დაკავებულ პირს 20 წელი მიესაჯა

249
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

“სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE