დღეს უკვე სხვა ხალხია, ყავლგასულებო – თედო ისაკაძე

223
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკოსი თედო ისაკაძე, “ევროპული საქართველო”-ს მიერ ორგანიზებულ აქცია “დაუპიპინე ბიძინას”  ეხმიანება.

“2003 – ში ანალოგიური სიგნალი-აქცია მოაწყვეს ნაცსექტანტებმა.

ძირითადად „კმარა“ დაძრწოდა ქუჩა-ქუჩა. აქა-იქ მოძრაობაც გადაკეტეს და, ბუნებრივია საყვირებმაც იმატა. კადრებიც არსებობს როგორ ცემეს „მშვიდობიანმა მომიტინგეებმა“ მძღოლი, რომელმაც ეს ამბავი გააპროტესტა.

რ2-ის სიუჟეტი, მეტი ტრაგიზმისათვის, ელმავალის საყვირით დასრულდა, დეპოში თურმე შემთხვევით აღმოჩნდა ოპერატორი.

ამათ, მგონი, ისევ ჯინ შარპის სახელმძღვანელო უდევთ მაგიდაზე, „მშვიდობიანი“ გადატრიალებების გაიდლაინი. დღეს უკვე სხვა ხალხია, ყავლგასულებო!”- წერს თედო ისაკაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE