უკამათოა, რომ პოლიციამ სწორად იმოქმედა – ირმა ინაშვილი

313
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირმა ინაშვილის გამოხმაურება ზუგდიდში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციასთან დაკავშირებით.

1. ასეთი სპეცოპერაციების დროს უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი მძევლების გადარჩენაა! ყველა მძევალი გადარჩა, ცოცხალია. ამდენად, უკამათოა, რომ პოლიციამ სწორად იმოქმედა! სიფრთხილეს და უსისხლო მოქმედებას ალტერნატივა არა აქვს.

როცა ოპოზიცია აფასებს პროცესს, ყველამ უნდა ვიფიქროთ – კონკრეტულ ვითარებაში ჩვენ როგორ ვიმოქმედებდით? გპასუხობთ: პირველ რიგში, ვიფიქრებდით მძევლების უსაფრთხოებაზე!

2. არის თუ არა გმირობა, როცა პოლიციელებმა ჩაანაცვლეს მძევლები. უკამათოდ გმირობაა. ესაა პროფესიონალიზმის უმაღლესი გამოხატულება!

3. დარჩა თუ არა კითხვები. რა თქმა უნდა, დარჩა: რატომ მაინც და მაინც ნაცმოძრაობის აქტივისტი მძევალი? რატომ მაინც და მაინც კავშირზე გასვლა ნაცმოძრაობის ტელეარხთან? და ა.შ.

4. გაშუქება – მედიას ჰმართებს მეტი სიფრთხილე. დაუშვებელია, როცა სნაიპერს და მისი ლოკაციის ადგილს აჩვენებ პირდაპირ ეთერში! აქ ბეწვის ხიდია გასავლელი. გაშუქება საჭიროა, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ დაუშვებელია,- პირდაპირ ეთერში აჩვენო გარეპერიმეტრი, სნაიპერთა ლოკაციის ადგილი, პოლიციის მძიმე ტექნიკა, პოლიციის რაოდენობა და ა.შ.

5. მინუსი ისაა, რომ თავდამსხმელი ჯერ არაა დაკავებული. თუმცა, სპეცოპერაცია გრძელდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

5. სინამდვილეში რა აძლევს ბიძგს ამ ფაქტს და სხვა მსგავს (უფრო პატარა მასშტაბის) ფაქტებს? პასუხი: დამნაშავეების დაუსჯელობა, რაც დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”. დამნაშავეების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას. დღეს სწორედ ეს ხდება და უარესი მოხდება, თუ “ქართული ოცნება” არ დაასრულებს სააკაშვილ- ბოკერიების თან, ლანძღვა-გინებას, მაგრამ კულისებში მათთან გარიგებას და მათ მუდმივ გაცოცხლებას.

6. სპეცოპერაცია გრძელდება და პოლიტიკოსებს, ასევე, გვმართებს პასუხისმგებლობა, – მთელი სურათი დავინახოთ და მერე გამოვიტანოთ მეტ-ნაკლებად კომპეტენტური დასკვნები.”– წერს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?