გადასარევი იყო ნოდარ მელაძის  შაბათი, აი ასეა, ყველა ნათელ მხარეს ვართ – ნიკა გვარამია

2288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია,  ნოდარ მელაძის გადაცემას საჯაროდ აქებს და ამბობს, რომ კონკურენციის მიუხედავად, მას არ უჭირს აღიარება  და არც დაფასება. გვარამიას ასევე მისი არხის გადაცემის შესახებ საუბრობს და კოლექტივს შრომას უფასებს.

“ჩემს ძლიერ მხარედ მივიჩნევ იმას, რომ კონკურენტების არათუ აღიარება, დაფასება და საჯაროდ კომპლიმენტების გამოთქმა შემიძლია.

ვატო წერეთელი,  გადასარევი იყო ნოდარ მელაძის  შაბათი, განსაკუთრებით მარიამ გაფრინდაშვილი. ჩარეცხეს ბიძინა და ახლა მიშა სესიაშვილი ფანტასტიური გადაცემით მარხავს უზურპატორს და მის პირად პრეტორიანულ გვარდიას. საოცარი ორი სიუჟეტით დაიწყო შაბათის მთავარი, ყოჩაღ ბავშვებო, ყოჩაღ ბავშვებო.

აი ასეა, ყველა ნათელ მხარეს ვართ და ივანიშვილის ბნელ მხარეს აუცილებლად დავძლევთ. ხვალ გაბუნიას პიეფს და ჩემს ინტერვიუს დაელოდეთ”- წერს ნიკა გვარამია.

თქვენი კომენტარი?