პასუხი TV “პირველს”

527
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ნაჩვენები იყო გონიოში მშენებარე სახლი. ავტორის მტკიცებით, ეს სახლი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვოლსკის ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, მოქალაქე თენგიზ ზენაიშვილი წერს, რომ სახლი მისი საკუთრებაა და გიორგი ვოლსკის ის საერთოდ არ იცნობს.

“ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, “ტვ პირველმა” თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა! ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს?
დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის!
ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს.”– წერს თენგიზ ზენაიშვილი.

რეპორტაჟს გამოეხმაურა გიორგი ვოლსკიც:

“ტვ პირველს” თუ დავუჯერებთ ეს სახლი მე მეკუთვნის და გონიოში მდებარეობს, ამას ამტკიცებს ორი, ვიღაც მოქალაქე. არადა ყველამ იცის ამ შენობის და არა “ბაითის” მეპატრონეც და კომპანიაც. ნოდარიკომაც იცის. მე გუშინ მითხრეს. აქედან დასკვნა – არ დაუჯეროთ “ტვ პირველს”, ცრუობს”– წერს გიორგი ვოლსკი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE