უკვე ლიცენზიასაც ვიღებთ და 1 თვეში სატელევიზიო ეთერში გავალთ – კონსტანტინე მორგოშია “ალტ-ინფო”-ს სამომავლო გეგმებზე

3988
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქართული ინტერნეტ პლატფორმა “ალტ-ინფო”-ს გვერდი ფეისბუქმა წაშალა, ასევე წაიშალა მედიაორგანიზაციის დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას გვერდიც.

დეტალებზე Multimedia.ge-ს ესაუბრა “ალტ-ინფო”-ს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

“გუშინწინ წაშალეს “ალტ-ინფო”-ს გვერდი და ჩვენი პირადი გვერდებიც, წერილი მოგვწერეს, რომ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე მიზეზს ვერ გვეტყვიან, სისულელე რაღაც.  ეს გვერდები უმიზეზოდ წაიშალა, ცხადია. როგორც ვიცი “ფეისბუქმა” კონტრაქტი დადო აქაურ ორგანიზაცია “ფაქტჩეკერთან”, ლიბერალურ პორტალთან, ალბათ მათ დაარეპორტეს და წაშალეს, რადგან მილიონზე ავიდა ჩვენი ნახვები, ბევრ ტელევიზიაზე მეტი ნახვა ჰქონდა ჩვენ გადაცემებს.

ვითომ ყველა აზრს იცავენ ლიბერალები და ამ დროს ცალმხრივად მუშაობენ, ჩვენ დაგვირეპორტეს და წაშალეს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, პირიქით, იმდენი მხარდაჭერა და იმდენი ადამიანი გამოჩნდა, ვინც მხარში გვიდგას ფინანსურად, მორალურად, მე თვითონაც გაკვირვებული ვარ. მეტსაც გეტყვით, ერთი დღის განმავლობაში იმდენი შევძელით, რომ ახალი ოფისიც ავიღეთ, აპარატურაც დღეს შევუკვეთეთ, უკვე ლიცენზიასაც ვიღებთ და 1 თვეში სატელევიზიო ეთერში გავალთ, ეს იქნება სრულყოფილი არხი, მერე ბლოკონ და რაც უნდათ ის გააკეთონ.”– განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ Multimedia.ge-სთან საუბრისას.


ამ თემაზე:

ფეისბუქმა “ალტ-ინფო”-ს გვერდი წაშალა

თქვენი კომენტარი?
IMG.GE