გარდაბნიდან გაუჩინარებული 23 წლის გოგონა იპოვნეს

623
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გარდაბნიდან, გუშინ გაუჩინარებული 23 წლის გოგონა იპოვნეს და მას საფრთხე არ ემუქრება. გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით საავტომობილო გზაც ჰქონდათ გადაკეტილი.

როგორც გოგონას დედა ამბობდა, მისი შვილი გვიან ღამით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ კი მისი პოვნის შესახებ გახდა ცნობილი. ახალგაზრდა ქალს ორი შვილი ჰყავს.

თქვენი კომენტარი?