MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

გორის ცენტრში მდებარე ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა, – ამის შესახებ  ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართვრლოს” გორისა და კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიგი ხოჯევანიშვილმა უფლისციხეში, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე” განაცხადა.

ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი, სკვერი და რეკრეაციული ზონა განთავსდება. პროექტის განხორციელებას ფინანსურადაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ,,ქართუ” უზრუნველყოფს.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER