MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა სოსო ჯაჭვლიანის მიერ, “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე:

“ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა.

სწორედ ასეთ ხალხთან გამოავლინა ბატონმა სოსომ თავის ხვაშიადი. მე სვანებში გავიზარდე და მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში. ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის. მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით და ღიად დასცინოდით, ახლა უცბად შეგიყვარდათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER