MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

„საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ.”– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება, ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატო-სთან.

შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია… მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თქვენი კომენტარი?