მორალურად არ ვეთანხები სააკაშვილს, მაგრამ კონსტიტუციით მას ამის უფლება ჰქონდა – ელენე თევდორაძე

651
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“არ ვეთანხმები სასამართლოს, რომ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს გამოუტანეს განაჩენი, კარგი იყო თუ ცუდი, ეს იყო მისი კონსტიტუციური უფლება”- ამის შესახებ Multimedia.ge-ს ყოფილმა უფლებადამცველმა ელენე თევდორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მორალურად ის არ იზიარებს იმას, რომ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ პირებს წლები შეუმცირა, თუმცა იურიდიულად, მას ამის უფლება ჰქონდა.

“მორალურად, მე მას არ ვეთანხმები რა თქმა უნდა, მე კონტაქტი მქონდა იმ პატიმრებთან, ვინც სასჯელს იხდიდა გირგვლიანის საქმეზე, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ აქ არის მორალური მომენტი და არა იურიდიული”  – განუცხადა Multimedia.ge-ს ელენე თევდორაძემ.

თქვენი კომენტარი?