MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

“პოსტი ეძღვნება “დანაშაულის შეკერვა – გადაკერვას” , “შეთითხვნას”, უდანაშაულოსთვის დაბრალებას, “დედუქციის მეთოდით” ფანტაზიორობას და ა.შ. თემას ნუ გადაუხვევთ!.. ველი ამგვარ ისტორიებს.

ნიკა გვარამიას რაც თვითონ აქვს ნაკეთები პროკურორობის დროს, ეჩვენება, რომ სხვებიც ისე “იმუშავებენ” ?!.. რეებს ფანტაზიორობენ, რა არის ეს?!.. მაგრამ Каждый судит по мере своей испорченности!

ქვემოთ მოტანილი ამბავი როდესაც მოხდა, ნიკა გვარამია უკვე მთავარი პროკურორის მოადგილე იყო…

საკუთარი გადმოსახედიდან ნუ ზომავთ, დანაშაულის “შეთითხვნის” და “შეკერვის” მკადრებელი, 100 წელი, არც ვახო გომელაურია, არც ირაკლი ღარიბაშვილი!..

ისტორიას მოგიყვებით, სადაც ადამიანი გაასამართლეს მკვლელობისთვის და გვამის გადამალვისთვის, ცემეს, აწამეს რამდენიმე ადამიანი, აღიარებინეს და ჩასვეს ციხეში… გამოხდა ხანი “ჰოი, საოცრებავ” – “გვამი” გამოჩნდა, ძალიანაც ცოცხლად დაბრუნდა სოფელში… არ დაგეზაროთ, და წაიკითხეთ, როგორ აწამეს მთელი ოჯახი არჩადენილი დანაშაული გამო და როგორ იყო ჩართული ყველა სტრუქტურა ოჯახის განადგურებაში, რისთვის? გახსნილი საქმეების სტატისტიკისთვის!

ასეთი “გახსნილი” საქმეები თვითონ ჰქონდათ, ყველა საქმის ფიგურანტს სცემდნენ, პრესში ატარებდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ კიდევაც, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ნაცხ-რეჟიმისთვის და იმიტომაც ეჩვენებათ, რომ სხვაც იკადრებს იგივეს.. და ნაცხანალური რეჟიმი, მათი სატელიტი პარტიებიანად რომ მობრუნდნენ, გგონიათ, იგივეს და უარესად არ გააგრძელებენ?!.

36 წლის მწყემ­სი, ალექ­სან­დრე ბა­ხუ­ტო­ვი ცი­ხე­ში სას­ჯელს ჩა­უ­დე­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და. გა­ირ­კვა, რომ ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი, რომ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვი­საც იგი გა­ა­სა­მარ­თლეს, ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა და მწყემ­სად, მთა­ში იყო წა­სუ­ლი.

წესით, ამ სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტის გამო, ბა­ხუ­ტო­ვის ნაც­ვლად სა­კან­ში დამ­ნა­შა­ვე პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უნდა აღ­მოჩ­ენილიყვნენ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და, – არა­ვინ დას­ჯი­ლა­.. გენერალურმა პროკურატურამ ასე გადაწყვიტა.. და კიდევ უარესი,ტყუილად ნაწამებ ბახუტოვს ახალი ბრალდებაც კი შეუთითხნეს!.

ე.წ. “ცო­ცხა­ლი მკვდრის” სა­ხე­ლით გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მხო­ლოდ ბა­ხუ­ტო­ვი როდი გა­ა­სა­მარ­თლეს: გვა­მის გა­და­მალ­ვის ბრალ­დე­ბით, პა­ტიმ­რო­ბა­ში კი­დევ სამი პირი – ას­ლან გა­უ­ა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სი ცო­ცი­აშ­ვი­ლი და ვე­ფხო ხა­ჩოშ­ვი­ლი – აღ­მოჩ­ნდა. რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, პრო­კუ­რორ­მა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა 2007 წლის 21 ნო­ემ­ბერს თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში, ამ სამ პირ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა – არა­და, ამ დროს უკვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნდა ე.წ. “მოკ­ლუ­ლი” ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ ბრა­ლი მათ­თვის არა­ვის მო­უხ­სნია და მხო­ლოდ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორ­მეს.

ამ საქ­მე­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს ბა­ხუ­ტო­ვის გერი, ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ცე­მით აღი­ა­რე­ბი­ნეს ჩა­უ­დე­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი. სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ცი­ციშ­ვი­ლი საქ­მე­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით გა­იყ­ვა­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

2007 წლის 15 ივ­ნისს ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და და ოჯახ­მა მისი ძებ­ნა და­ი­წყო. მალე ძა­ლო­ვა­ნებ­მა ალექ­სან­დრე ბა­ხუ­ტო­ვი და­ა­კა­ვეს, საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. მარ­თა­ლია, ოჯახს შვი­ლის ცხე­და­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ გა­მო­იგ­ლო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც ოჯა­ხი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო.

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, პო­ლი­ცი­ამ ბა­ხუ­ტოვ­ზე, რო­გორც ბრალ­დე­ბულ­ზე არ­ჩე­ვა­ნი მას შემ­დეგ შე­ა­ჩე­რა, რაც დად­გინ­და, რომ 2007 წლის 15 ივ­ნისს მასა და ჩო­ფი­კაშ­ვილს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი სწო­რედ ამ დღი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და… 4 თვის შემ­დეგ, 20 სექ­ტემ­ბერს, როცა გა­ირ­კვა, რომ ლაშა სახ­ლში ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­და, ბა­ხუ­ტო­ვი უკვე სას­ჯელს იხ­დი­და.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს გა­ნა­ჩე­ნი 2007 წლის 24 აგ­ვის­ტოს გა­მო­უ­ტა­ნა. მარ­თა­ლია, მას თა­ვი­დან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, მაგ­რამ მალე ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი გა­რე­მო­ე­ბა: პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით, ბა­ხუ­ტო­ვის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გა­რე­შე გა­მო­ი­ტა­ნეს. მა­შინ კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რორ­მა, ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა და და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მო­ი­თხო­ვა. ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ბა­ხუ­ტო­ვი რომ არ წა­სუ­ლი­ყო, მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ბა­ხუ­ტო­ვის გერი, ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი იყო. სო­ფელ ნა­ფა­რე­უ­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კა­ვე­ბული ცი­ციშ­ვილი სას­ტი­კად სცე­მეს და მის­გან მო­ი­თხოვ­დნენ, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, თუ სად იყო ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ცხე­და­რი. მას მა­ნამ­დე სცე­მეს, სა­ნამ არ თქვა, – ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ჩემ­მა მა­მი­ნაც­ვალ­მა ბა­ხუ­ტოვ­მა მოკ­ლა და მე გვა­მის და­მალ­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დიო. არც ბა­ხუ­ტო­ვი დარ­ჩე­ნი­ლა ცემა-წა­მე­ბის გა­რე­შე. ბო­ლოს მა­ნაც აღი­ა­რა ჩა­უ­დე­ნე­ლი მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ არც ეს აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სი და და­კა­ვე­ბუ­ლებს წა­მე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ, გვა­მის გა­და­მალ­ვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად სხვე­ბიც და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ.

ამ­გვა­რად მი­ღე­ბუ­ლი “აღი­ა­რე­ბის” შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლის სა­ნა­ხა­ვად ბა­ხუ­ტო­ვი სო­ფელ ფშა­ველ­ში, ე.წ. “ნა­წის­ქვი­ლა­რის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­იყ­ვა­ნეს. გე­რი­სა და მა­მი­ნაც­ვლის ცემა ისევ გრძელ­დე­ბო­და და მათ­გან გვა­მის ად­გი­ლის და­სა­ხე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ბო­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თა­ვად­ვე და­ას­კვნეს, – ალ­ბათ გვა­მი მდი­ნა­რე სტორ­ში გა­და­აგ­დე­სო, და საქ­მეც ასე და­ას­რუ­ლეს…

ცი­ხე­ში მყოფ­მა ბა­ხუ­ტოვ­მა მოს­ვე­ნე­ბა მას შემ­დეგ და­კარ­გა, როცა შე­ი­ტყო – ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში ჯან­მრთე­ლი იმ­ყო­ფე­ბაო. 2007 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს მან სა­ხალ­ხო დამ­ცველს აც­ნო­ბა, – ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს ვიხ­დი, სო­ფელ ჯუ­ღა­ან­ში, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში­აო.
სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯერ ბა­ხუ­ტო­ვი მო­ი­ნა­ხუ­ლეს, შემ­დეგ, მისი მო­ნა­თხრო­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, სო­ფელ­ში ჩა­ვიდ­ნენ და იქ მარ­თლაც, ცო­ცხა­ლი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი დახ­ვდათ.

ბა­ხუ­ტო­ვი სას­ტი­კად ნა­ცე­მი რომ იყო, ეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის ჟურ­ნა­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და – იქ აღ­წე­რი­ლი იყო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოყ­ვა­ნილ პა­ტი­მარს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი მის წა­მე­ბა­ში კონ­კრე­ტულ პი­რებს ასა­ხე­ლებ­და და ამ­ბობ­და, რომ ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, პო­ლი­ცი­ე­ლი გოჩა ნო­ღაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად თავა აქ­ტი­უ­რობ­და, სხვებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უმო­წყა­ლოდ გვცემ­და მე და ჩემს მა­მი­ნაც­ვალ­სო… “27 ივ­ნისს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სო­ფელ კი­სის­ხევ­ში, ბა­ხუ­ტო­ვის ძმის­შვილ­თან წას­ვლა მომ­თხო­ვეს; პო­ლი­ცია მარ­წმუ­ნებ­და, რომ ჩემს მა­მი­ნაც­ვალს ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი იქ ჰყავ­და გა­და­მა­ლუ­ლი.

ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ ეს ტყუ­ი­ლი იყო, მაგ­რამ მან­ქა­ნა­ში ჩა­მაგ­დეს, ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს და გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თან­დას­წრე­ბით, რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბით სას­ტი­კად მცე­მეს. წა­მე­ბის შემ­დეგ კი­სის­ხევ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­მი­ნაც­ვლის ძმის­შვილ­მა, ზაურ ბა­ხუ­ტოვ­მა, რა თქმა უნდა, უარ­ყო ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის მათ სახ­ლში ყოფ­ნა”, – ამ­ბობ­და ცი­ციშ­ვი­ლი.

წა­მე­ბის შემ­დეგ, 28 ივ­ნისს სა­ღა­მოს, პო­ლი­ცი­ამ ცი­ციშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა, მა­ნამ­დე მას ასე­თი ში­ნა­არ­სის ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნეს: “…წა­ვი­ღეთ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ცხე­და­რი და დავ­მარ­ხეთ 1 მეტრ სიღ­რმე­ზე, სა­გუ­ბუ­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 700-800 მეტრზე, რა ად­გი­ლის ჩვე­ნე­ბაც შე­მიძ­ლია”…

ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილ­მა ოქ­ტომ­ბერ­ში თე­ლა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ნახა “მკვდა­რი” ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, ჩემ­თვის ხელი არა­ვის უხ­ლია, ჩემი ნე­ბით ცხვარ­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლიო. თუმ­ცა მე­ო­რე დღეს ჩო­ფი­კაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ნა­ცხა­და, ბა­ხუ­ტოვ­მა თავ­ში ჯოხი ჩა­მარ­ტყაო:

ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, 15 ივ­ნისს იგი ნა­თან ზა­თი­აშ­ვი­ლის მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა­ში იყო, სა­დაც ალექ­სი ბა­ხუ­ტოვ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და… შემ­დეგ ალექ­სი ბა­ხუ­ტოვ­მა და­უ­ძა­ხა და სი­გა­რე­ტი სთხო­ვა. მას სი­გა­რე­ტი მდი­ნა­რე სტო­რის ნა­პირ­თან გა­მო­უ­ტა­ნა და სახ­ლის­კენ მობ­რუნ­და. სწო­რედ ამ დროს გო­ნე­ბა და­კარ­გა. გონ­ზე რომ მო­ვი­და, უკვე მდი­ნა­რის ნა­პირ­თან იწვა.

შემ­დეგ სახ­ლში შებ­რუნ­და. იგი ამ­ბობ­და, – გამ­თე­ნი­ი­სას, 4 სა­ათ­ზე სა­მუ­შა­ოდ ე.წ. ნა­წიდ­ნა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წა­ვე­დი და მწყემ­სად ვმუ­შა­ობ­დიო. 20 სექ­ტემ­ბერს ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი თე­ლავ­ში დაბ­რუნ­და. ქუ­ჩა­ში ნაც­ნო­ბი – ვინ­მე არა­ბუ­ლი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხით შეხ­ვდა და მის­გან შე­ი­ტყო, რომ სო­ფელ­ში იგი გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ და და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ კი­დეც! სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მას­თან თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვი­და, იძუ­ლე­ბით ჩას­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და თე­ლა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წა­იყ­ვა­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი 15 ივ­ნისს მასა და ბა­ხუ­ტოვს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. მე­ო­რე დღეს ჩო­ფი­კაშ­ვილს კვლავ მი­ა­კი­თხეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ვე­ნი­დან სის­ხლი აუ­ღეს და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად, ექიმს გა­ა­სინ­ჯეს. ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, – იქ შე­ვი­ტყვე, რომ კის­რის ძვა­ლი “და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქო­ნი­აო”.

ალექ­სან­დრე ბა­ხუ­ტო­ვი ამ­ბობ­და: პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ია­რა­ღის მუ­ქა­რი­თა და ცე­მით მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მეთ­ქვა, სად ჩავ­მარ­ხე ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის გვა­მი; ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი – გოჩა, მოკ­ვლი­თაც მე­მუქ­რე­ბო­დაო.

იქვე იყო ჩემი მე­უღ­ლე, ინ­დი­რა იზო­რია. მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ცი­ელ­მა გო­ჩამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა. შემ­დეგ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში, სა­დაც გაგ­რძელ­და ჩემი და ჩემი გე­რის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. გა­უ­საძ­ლი­სი წა­მე­ბის ფონ­ზე ირაკ­ლიმ აღი­ა­რა, თით­ქოს მე მოვ­კა­ლი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი. ცე­მი­სა და წა­მე­ბის შემ­დეგ მეც ვა­ღი­ა­რე მკვლე­ლო­ბა. არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით მა­ი­ძუ­ლეს, გვა­მის გა­და­მალ­ვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ჩემი ნაც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი: ას­ლან გა­უ­ა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სი ცო­ცი­აშ­ვი­ლი და ვე­ფხო ხა­ჩოშ­ვი­ლი… ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას.

ამ დროს ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ფეხი მუ­ცელ­ში ჩა­მარ­ტყა, ია­რა­ღი მო­მა­დო სა­ხე­ზე და და­მე­მუქ­რა, ხოლო ნუგ­ზარ ზა­თი­აშ­ვი­ლი ჯოხს მირ­ტყამ­და კი­სერ­ში”… – ამ­ბობ­და ბრალ­დე­ბუ­ლი.

ამ საქ­მის გამო, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის დას­ჯა მა­შინ­დელ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა – სო­ზარ სუ­ბარ­მა 2007 წელს მოს­თხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რას. მას ასე­ვე მი­აჩ­ნდა, რომ სხვა მუხ­ლებ­თან ერ­თად, საქ­მე ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლი­თაც უნდა აღ­ძრუ­ლი­ყო, რად­გან ბა­ხუ­ტო­ვის გერს პო­ლი­ცი­ე­ლი სამი დღე ვი­ღა­ცის ფერ­მა­ში, იძუ­ლე­ბით ამუ­შა­ვებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, მა­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­და და, ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში საქ­მე აღიძ­რა იძუ­ლე­ბით ცრუჩ­ვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა ჩა­ა­ტა­რა და 2007 წლის 6 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტას მი­მარ­თა, რომ ბა­ხუ­ტო­ვის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო და ხე­ლახ­ლა გან­სა­ხილ­ვე­ლად საქ­მე იმა­ვე სა­სა­მარ­თლოს დაჰბ­რუ­ნე­ბო­და…

2007 წლის 19 დე­კემ­ბერს ყვე­ლას ეგო­ნა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და ბა­ხუ­ტოვს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. პრო­კუ­რორ­მა ქე­თე­ვან ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გან­მარ­ტა: ვი­ნა­ი­დან ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბა­ხუ­ტოვ­მა ჯოხი ჩა­არ­ტყა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს, მკვლე­ლო­ბის გა­ნა­ჩე­ნი გა­უქ­მდეს, მაგ­რამ სა­ჭი­როა ხე­ლახ­ლა დად­გინ­დეს, რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ბა­ხუ­ტოვ­მა და ამი­ტომ მისი საქ­მე იმა­ვე სა­სა­მარ­თლომ ხე­ლახ­ლა უნდა გა­ნი­ხი­ლო­სო.

ბა­ხუ­ტო­ვის ად­ვო­კა­ტი საქ­მის შე­წყვე­ტას ითხოვ­და. – აცხა­დებ­და, ამ საქ­მე­ში ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გარ­და, სხვა არ­გუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობ­სო. ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბაც. სა­ბო­ლო­ოდ, ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია ასე­თი იყო: “ბა­ხუ­ტოვ­მა ჯოხი ჩა­მარ­ტყა, გა­ვი­თი­შე და გონ­ზე 400-500 მეტ­რის და­შო­რე­ბით, წყალ­ში მო­ვე­დი”. ამ პო­ზი­ცი­ის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი აცხა­დებ­და: გა­მარ­კვი­ეთ, თუ გონ­და­კარ­გუ­ლი კაცი მდი­ნა­რე­ში ეგდო, რა­ტომ არ და­იხ­რჩო? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, კაცი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­ში იწვა და გა­დარ­ჩა? თა­ნაც დად­გე­ნი­ლია, რომ იმ მო­მენ­ტის­თვის წყა­ლი ადი­დე­ბუ­ლი იყოო!

სა­სა­მარ­თლომ, ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად, პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა – ბა­ხუ­ტო­ვის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მა, საქ­მე ხე­ლახ­ლა გან­სა­ხილ­ვე­ლად კვლავ თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლოს ანუ იქ და­აბ­რუ­ნა, სა­დაც უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, და ბრალ­დე­ბუ­ლი ისევ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

ბა­ხუ­ტო­ვი ცი­ხი­დან მხო­ლოდ 2008 წლის 26 ივ­ნისს, და­კა­ვე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ არც გვა­მის და­მალ­ვა­ში მხი­ლე­ბულ 3 პირს გა­უ­სა­ჩივ­რე­ბია უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა.

აი, ასეთი იყო ნაცხლისტური რეჟიმის პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო!
ყველა რეგიონში და ყველა ქალაქში! მაინტერესებს, რა სახელს დაარქმევთ ამას და ამის შემქმნელებს რას უწოდებთ, ან რა დაეჯერებათ?!”- წერს მანჩო გიორგობიანი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER