ბადრი ესებუა 2019 წელს გათავისუფლდა ჯარიდან – უწყება დოკუმენტს აქვეყნებს

1981
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა 2019 წლის შემდეგ აღარ მსახურობს ჯარში, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის არის მოქმედი ჯარისკაცი, არის სიცრუე და ამის დამადასტურებლად მისი გათავისუფლების დოკუმენტს ავრცელებს, რომელიც 2019 წლით თარიღდება:

“ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას.

საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე.”- აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი ნიკა მოლოდინაშვილი.

თქვენი კომენტარი?