MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ 1,6%.

31 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, „იმედი“ მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს.

ეს არის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში.

მათ შორის საქართველოში, სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპონდენტი გამოკითხა.

RADIO24-BANNER