ახლა კმაყოფილები ხართ? მწამებლების პარტია რომ ასე ხარობს და დაგვცინის? – ია მეტრეველი

472
წაკითხვა/ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

“აი, რა მოიტანა იმან, რომ არჩევნებზე არ წახვედით, ახლა კმაყოფილები ხართ? მწამებლების პარტია რომ ასე ხარობს და დაგვცინის? რაც არ უნდა განაწყენებული ყოფილიყავით ოცნებაზე,რა თქმა უნდა სამართლიანად ,როგორ უნდა დაგეშვათ ნაცების აღზევება.

პირადული, სახელმწიფოზე ზევით არ უნდა დაგეყენებინათ. იმედია, გაანალიზებთ, ვის მობრუნებას უწყობთ ხელს და მეორე ტურზე ქუდზე კაცი გამოვალთ ,და საბოლოოდ დავამარცხებთ გაუგონარ ბოროტ სექტას ნაც.მოძრაობას. ნუთუ დაგავიწყდათ სად ვცხოვრობდით? გამარჯვების მერე კი ,უკვე სხვანაერად მოვთხოვოთ მთავრობას პასუხი კოჰაბიტაციაზე,და ერთად შევაცვლევინოთ არსებული ვითარება”– წერს ია მეტრეველი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?