გაზი, დენი, წყალი და დასუფთავება – 1 ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებზე დახმარება იწყება

1315
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გაზი, ელექტროენერგია, წყალი და  დასუფთავება – 1 ნოემბრიდან იწყება მთავრობის მიერ, კომუნალურ გადასახადებზე ფინანსური დახმარება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქე, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარს, გადასახადს არ გადაიხდის. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კომუნალურ გადასახადებზე დახმარება 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ეს იწყება პირველი ნოემბრიდან, როგორც უკვე ვთქვით, ეს გახლავთ კომუნალურების ანაზრაურება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვე და შეეხება როგორც წინა ეტაპზე,  თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება და ასევე წყლის და დასუფთავების ანაზღაურება.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რითიც დღეს სახელმწიფოს შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და უკვე დღეიდან მატ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც ეხება წყლისა და დასუფთავების გადასახადს, ყველა აბონენტს ის ავტომატურად  ჩამოეჭრება, ვინაიდან არის ფიქსირებული.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE