მინისტრი პირობას დებს, რომ ყველა პროვოკატორი დაისჯება

359
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ყველა აგებს პასუხს, ვინც მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა კახეთში. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს თმენისათვის და ბოდიშიც მოუხადა.

“მე ვპირდები მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციას სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,“ – განაცხადა გახარიამ.

“პირველი რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და მადლობა ვუთხრა მათ იმის გამო, რის თმენაც მათ დღეს მოუწიათ”– დასძინა მინისტრმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE