გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობახიძე “მთავარი არხი”ს ჟურნალისტს პასუხობს

2683
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“გადაეცით თქვენს ქალაჩუნა გენ.დირექტორს”– ასე მიმართა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის ჟურნალისტს და ნიკა გვარამიას ერთგვარი შეთავაზება გაუგზავნა.

“თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, ესენი არიან:  ლევან კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ირაკლი ქადაგიშვილი თელავში,  ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე წავალ პოლიტიკიდან და თუ მოხდა პირიქით, რომ ჩვენი სამივე კანდიდატი  მოიგებს არჩევნებს, გადაეცით თქვენ გენ.პროკურორს, ნიკა გვარამიას, ის წავიდეს ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან, თუმცა ის ამაზე ვერ წავა, რადგან არის მხდალი ადამიანი, ვერ აღიარებს წაგებას და გადაეცით ეს თქვენ ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს”- განუცხადა ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, ეს პასუხი მას შემდეგ გასცა ირაკლი კობახიძემ, რაც ნიკა გვარამიამ სოციალურ სელში დაწერა, რომ მათი კვლევის მიხედვით, სამგორში, თელავსა და გლდანში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იმარჯვებს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE