რატომ იმღერა ბუბა კიკაბიძემ რუსულად? – ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტება

532
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, თუ რატომ იმღერა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა “თბილისო”-ს რამდენიმე კუპლეტი რუსულად.

“სინამდვილეში ამბავი იყო ასე:

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს.”– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა ბუბა კიკაბიძემ სულ სხვა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მან რუსულად სპეციალურად წაიმღერა, რომ გაეგოთ რუსებს თუ რა კარგი ქვეყანაა საქართველო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE