კოაბიტაციამ მოიტანა, ეს გარეწრები რომ გაჯეჯილდნენ, თორემ ამათ ყველას უმძიმესი მუხლით განსასჯელი სკამი ეკუთვნოდათ – გიორგი ჩითარიშვილი

2128
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2009 წლის 15 ივნისს, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დარბევის დროს  დაზარალებული გიორგი ჩითარიშვილი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლო მოიგო, ნაციონალური მოძრაობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“მობრუნება კი არა, სამწუხაროდ დრომ და გაუმართლებელმა კოაბიტაციამ მოიტანა, ეს გარეწრები რომ გაჯეჯილდნენ, თორემ ამათ ყველას უმძიმესი მუხლით განსასჯელი სკამი რომ ეკუთვნოდათ, ეს ახალი ამბავი არ არის!

გირგვლიანი; რობაქიძე; აფრასიძეები; ვაზაგაშვილი; გამცემლიძე – ეს საქმეები საზოგადოებისათვის გახდა საჯაროდ ცნობილი, თორემ ამათ გარდა 150 ახალგაზრდა ადამიანი არანაკლები სისასტიკით მოკლეს! აგვისტოს ომში მოსახლეობა არ გააფრთხილეს და საზარბაზნე ხორცად აქციეს, რომ თავიანთი ქულები დაეწერათ მსოფლიოს თვალში! 150 სოფელი დაკარგეს! რუსთაველზე რას ზეიმობდნენ ?

ხალხი იხოცებოდა! 30 ათასი პატიმარი და 200 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ! აწამებდნენ და აინვალიდებდნენ პატიმრებს! ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს! აბა ვინმე შემეკამათოს და თქვას: არაო ! 2 გვამს ითხოვდნენ ისე , თითქოს რესტორანში ხინკალი შეეკვეთოთ! 26 მაისს მაღაზიების თავზე გვამები ეყარა და ესენი მეორე დღეს ზედ გვამებზე კონცერტს აწყობდნენ! 7 ნოემბერი – პირდაპირ ეთერში არბევდნენ ტელევიზიებს! 15 ივნისი და ა.შ. არჩევნების გაყალბებაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რასაც აკეთებდნენ! აბა ამაშიც ვინმე შემეკამათოს, თუ ასე არ იყო?

ოპოზიციის ამპლუაში რა გარეწრობებიც და სიცრუის თეორიები ავლინეს, ეგ კიდევ ცალკე ჩამოსაწერი თემაა! ხოდა, 9 წელი რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავდით და დღეს რომ ხეების გადარგვას და დენდროლოგიური პარკის გაშენებას აპროტესტებთ, აი მაგ სამართლიანობის აღქმის უნარით იარეთ, შორს წახვალთ!”- წერს გიორგი ჩითარიშვილი.

თქვენი კომენტარი?