MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

მობილურის შეძენისას ხშირად გვაბნევს დიდი არჩევანი. ანდროიდი გვინდა თუ ეფლი, დიდი თუ პატარა, ის თუ ეს. ერთის მხრივ ტელეფონის მწარმოებელი კომპანიები ვითარდებიან, მეტ ფუნქციას გვთავაზობენ ერთ პატარა გაჯეტში, მეორეს მხრივ კი თუ ვერ ერკვევი დეტალებში, რთულია გარკვევა რომელი ბრენდი თუ მოდელია შენთვის შექმნილი. გადახედე სტატიას და გაიგე რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც ძალიან გამოგადგება ახალი ტელეფონის შერჩევისას.

IPhone ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, ხოლო Android მოგცემს არჩევანს. ყველაზე მაგარი აპლიკაციები და მარტივი ფუნქციონალი ეფლის კონკურენტული უპირატესობაა, თუმცა Android-ის ტელეფონები უფრო ხელმისაწვდომია და გთავაზობს აპლიკაციების, შიდა ფუნქციონალის უფრო დიდ არჩევანს. საბოლოო ჯამში ეცადე ბრენდმა არ დაგაბნიოს და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.

• არასოდეს გადაიხადო გამოყოფილ თანხაზე მეტი ტელეფონში. თუ დააკვირდები ერთი და იმავე ფუნქციონალის გაჯეტები ხშირად ბრენდის გამო ღირს სხვადასხვა ფასი, გახსოვდეს, რომ ჯობია ხარისხში გადაიხადო საშუალო თანხა ვიდრე ბრენდში საშუალოზე მაღალი.

• დააკვირდით ეკრანის ზომას. 5.5inch-ზე მეტი არ დაგჭირდებათ თუ თქვენთვის ერთი ხელით ტელეფონის გამოყენება მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელობა აქვს ხელის ზომასაც. აიღეთ ტელეფონი ხელში და დააკვირდით რამდენად კომფორტულია თქვენთვის ზომის მხრივ.

• ტელეფონისთვის რეზოლუციაზე მნიშვნელოვანი ფერები და სიკაშკაშეა. რამდენად კარგად ანათებს დღით და ღამით და ნორმალურად აღიქვამს თუ არა ფერებს. 4K ეკრანები თვალისთვის საკმაოდ დამღლელია.

• ტელეფონის კამერის შეფასებისას, უმჯობესია დააკვვირდეთ მის სპეციალურ მახასიათებლებს, ისეთები როგორიცაა აპერტურა (ციფრები რაც უფრო დაბალია მით უკეთესი), ორმაგი კამერა და ა.შ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კალემა აირჩიეთ ტელეფონები, რომელიც სპეციალურად ფოტოგადაღებისთვის გამოგადგებათ. მეგაპიქსელები ნუ დაგაბნევთ, კამერის ხარისხი და გამოსახულების მიღების პროცესი უფრო მნიშვნელოვანია.

• თუ ტელეფონში ბევრი უნდა ითამაშოთ, გაიგეთ ყველაფერი პროცესორის შესახებ. თქვენ დაგჭირდებათ ტელეფონი რომელიც ჩქარია და არ შენელდება.

• გაარკვიეთ ელემენტის რეპუტაციაც. ერთის მხრივ რამდენი ხანი გეყოფათ დატენილი მობილური ტელეფონი და მეორეს მხრივ თუ აქვს სწრაფად დატენვის ფუნქციონალი.

ტექნიკური მახასიათებლები ყოველთვის დაგხვდებათ, როგორც მაღაზიაში ასევე ონლაინ სტატიებში, თუმცა უნდა შეგეძლოთ ამ მახასიათებლების სწორი ინტერპრეტაცია. ყველაფერი შედარებითია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზნობრიობას. დაფირდით რაში უნდა გამოიყენოთ ახალი მობილური ტელეფონი ყველაზე ხშირად და შეძლებთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას.

RADIO24-BANNER