MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ხვალ გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას

არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები – თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, სწორედ ასევე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემ და შემდგომმა პერიოდმაც.

„ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების და მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული და გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი, იქნება უმკაცრესად დასჯილი სამართალდამცავი სისტემის მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER