არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე – კახა კალაძე

210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე
და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას“ – ამის შესახებ
კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს აქტიურობისთვის.

„ხალხმრავლობაა საარჩევნო უბანზე, რაც ძალიან კარგია. მინდა ჩვენი ქვეყნის
ყველა მოქალაქეს, მადლობა გადავუხადო, რომ იხდის თავის მოქალაქეობრივ
ვალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც
ვაჟთან ერთად მივიდა. საქართველოში დღეს მორიგი საპარლამენტო არჩევნებია. საქართველოს

მოქალაქეები ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი
საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევენ საქართველოს
პარლამენტის 150 წევრს, მათ შორის 30 წევრს ‒ მაჟორიტარული, ხოლო 120 წევრს
პროპორციული საარჩევნო სისტემით.

თქვენი კომენტარი?