მოვუწოდებ ყველას, ოჯახის მომავლის და თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა – ბიძინა ივანიშვილი

260
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. პარტიის ლიდერი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.

„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.

მე ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებ ყველას, თავისი სინდისის, ოჯახის მომავლის და თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ” – ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?