“ეუთო”-ს შეფასება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

1128
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “ეუთო”-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შეფასებას აქვეყნებს.

“მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მოგვიწვია, რომ დავკვირვებოდით ამ არჩევნებს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტს, რომ დახმარება გაგვიწიეს ყველა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თავიანთი სტუმართმოყვარეობისთვის

 კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი პრობლემა შექმნა ჩვენი თანადამკვირვებლებისთვის, ასევე ადგილობრივი პარტნიორებისთვის, რათა მათ ორგანიზება გაეწიათ ამ არჩევნებისთვის.აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხის მიუხედავად, საქართველოში ხალხმა შეძლო, რომ დიდი ოდენობით გამოცხადებულიყო საარჩევნო უბანზე და ხმა მიეცა

 მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ მასპინძლებს, რათა ისინი მუდმივად აკვირდებოდნენ, რომ დამკვირვებლები ყოველთვის ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ პანდემიის კონტექსტში

 „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მართლაც წვლილი შეიტანა, შექმნილიყო უნიკალური და ძალიან დიდი გამოწვევების კონტექსტი

 არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები

 არჩევნები გაიმართა ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს მოცემულობით. არჩევნები ზოგადად ეფექტიანად იქნა განხორციელებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად.”- ნათქვამია ეუთოს შეფასებაში.

თქვენი კომენტარი?