MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

არჩევნები უკვე შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ლეგიტიმაციას პრობლემა არ აქვს, ამის მიუხედავად,  ეს კრიმინალური ოპოზიცია საუბრობს გაყალბებებზე ერთადერთი მიზნით, რომ მათ იციან, არჩევნების გზით ვერ ხვდებიან ხელისუფლებაში, ამიტომ  აპრობირებული მეთოდი რაც აქვთ, ეს არის რევოლუცია და  ამ გზით ცდილობენ შეაღწიონ პარლამენტში” – ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ Multimedia.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

“ეს მათ ჩაიდინეს 2003-ში, ვარდების თუ ხავერდოვანი რევოლუციის სახელით და მერე როგორი ხავერდოვანი იყო ეს 9 წლის განმავლობაში, კარგად ახსოვთ იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახის წევრები ამოუხოცეს, ქონებები წაართვეს, ციხეებში უსამართლოდ გამოკეტეს.

ფაქტია, რომ ამდენი პროცენტების უკან, რაც მათ უწერიათ არჩევნებში, ხალხის რაოდენობა არ ჰყავთ”- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER