ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიციის უსაფრთხოება არა მისი, არამედ შსს-ს პრეროგატივაა

564
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა, ხოლო პოლიციის უსაფრთხოების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა.  ამ კომენტარით იგი  შინაგან საქმეთა მინისტრს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა ხანდახან სამართალდამცველთა უფლებებიც უნდა დაიცვას.

“მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.”- ამბობს ლომჯარია.

თქვენი კომენტარი?