MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განმარტება:

კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს საბოლოოდ დაიჭროს ან არა დეპუტატის ადგილი.

ამდენად თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს.”- წერს ვახუშტი მენაბდე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER