ოპოზიციის მომხრეებთან დაპირისპირების დროს 8 პოლიციელი დაშავდა

405
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ველისციხეში ოპოზიციის მომხრებთან დაპირისპირების დროს 8 პოლიციელი დაშავდა. ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ. ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, ერთმა პოლიციელმა ინციდენტის დროს ტვინის შერყევა მიიღო. დაშავებული პოლიციელების ნაწილი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციელები პირად საუბარში ამბობენ, რომ ძირითადად დაჟეჟილობები და თავის ტკივილი აქვთ.

ფოტო და ინფორმაცია "IMEDINEWS.GE"
თქვენი კომენტარი?
IMG.GE