ლაშა ჟვანია არ გადამდგარა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

545
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელში საქართველოს ელჩ ლაშა ჟვანიას თანამდებობა არ დაუტოვებია, შესაბამისად “მთავარი არხი”-ს მიერ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ლაშა ჟვანიას ელჩობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

ინფორმაცია თავად ლაშა ჟვანიასთან გადავამოწმეთ და მას ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიცია არ დაუტოვებია და არც მისი ამ თანამდებობიდან გადადგომა არ განიხილება”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ თანამდებობა დატოვა, ვინაიდან მან თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

თქვენი კომენტარი?