ტერაქტი ვენაში, დაღუპულია 3 ადამიანი

320
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ავსტრიის დედაქალაქ ვენის ცენტრში, სინაგოგის მიმდებარედ სროლა იყო. BBC-ს ცნობით, რომელიც შს-მინისტრის ინფორმაციას ეყრდნობა, დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავებულია 15

შინაგან საქმეთა მინისტრ კარლ ნეჰამერის განცხადებით, ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის სულ მცირე ერთი მონაწილე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. საუბარია პოლიციის მიერ ლიკვიდირებულ თავდამსხმელზე. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ჰქონდა ე.წ. „თვითმკვლელის ქამარი“, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, ყალბი აღმოჩნდა.

ამ დრომდე უცნობია, სულ რამდენი პირი მონაწილეობდა ვენის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება.

2 ნოემბერს საღამოს, თავდასხმები მოხდა ვენის ცენტრში, 6 სხვადასხვა ადგილას. შეიარაღებული პირები ესროდნენ ღია კაფეებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს.

“ეს აშკარა ტერაქტია”, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ავსტრიის მაუწყებელ “ORF- ს.

მომხდარს გამოეხმაურა ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი, ის მოუწოდებს იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

„ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩით სახლში. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:+43676 3259839“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.

თქვენი კომენტარი?