პირბადის ტარება უკვე ღია სივრცეშიც სავალდებულოა

368
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, მთავრობას აქვს ვალდებულება, იზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის განპირობებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებთ დადებით დინამიკას იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი, ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის კარგი დინამიკა გვაქვს, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიზრუნოთ ვირუსის გავრცელების შენელებაზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, რადგან ეს არის ამ დროისთვის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე კარგი საშუალება.

„ეს არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქეებს ინფიცირებისგან და დაავადების გავრცელებისგან. ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება და შესაბამისად, მოდით, ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს არის საკუთარი თავის და სხვისი დაცვის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თქვენი კომენტარი?