MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლიდანდა და ამავე პერიოდში 19 პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.”- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER