ეს არის ძალიან მოყოჩაღებული ბანდა, რომელიც პირდაპირ ნაციონალებზე მუშაობდა და ეს ქუჩის გამოსვლებიც, სწორედ ამისთვის უნდათ – ლალი მოროშკინა

4200
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში არშესვლა, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დგას ამ პარტიების უკან და ისინი გაწბილებულები რჩებიან, რადგან მათ სურთ იხილონ თავისი რჩეული პარლამენტში და არა ქუჩაში”- ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ Multimedia.ge-სთან, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

“რაც შეეხება ქუჩის აქციებს, ვთვლი, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც მიიტაცა სხვისი ხმები, დარწმუნებული ვარ, ეს არის კომისიებში ჩაბუდებული  იმ ადამიანების გუნდი, რომლებიც აყალბებენ და მათ ისეთები ჰყავთ, რომ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყველა არჩევნები გაყალბებული აქვთ.

მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ამდენ ხმას ვერ აიღებდა და ძალიან მარტივ ტესტს შემოგთავაზებთ; სერგეენკო, რომელმაც ჩაატარა საოცარი რეფორმა C ჰეპატიტის პროგრამა, ყოველი მეორე რომ განარკომანდა და ეს ადამიანები გადარჩნენ, ამის ფონზე, მას მეორე ტური ჰქონდეს, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელი.

და მეორე, ასეთივე პიროვნება, კახა კახიშვილი, რომელიც მგონი ერთადერთი ადამიანია, ვისაც პოლიტიკური მტრებიც კი ნაკლებად ჰყავს, ის ერთნაირად მისაღები და კარგი ხელმძღვანელი იყო ნებისმიერი პატიმრისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ იყო განწყობილი სიმპატიით ან ანტიპატიით.

ამ ორ ადამიანს; სერგეენკოს და კახიშვილს რომ დასჭირდება მეორე ტური, ესეიგი რაღაც არ წავიდა სწორად. ვთვლი, სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს “სუს”-ი, საგამოძიებო ორგანოები და დაადგინონ ის ბანდა აუცილებლად, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არი ძალიან მოყოჩაღებული ბანდა, რომელიც პირდაპირ ნაციონალებზე მუშაობდა და ეს ქუჩის გამოსვლებიც, სწორედ ამისთვის უნდათ მათ, რომ ვინმემ არ იკითხოს, თუ საიდან დააგროვა ამდენი პროცენტი პარტიამ, რომელსაც 3 000 -ზე მეტი ადამიანი ვერ გამოჰყავს.

რაც ეხება ირმა ინაშვილს, ის ძალიან მებრძოლი და ღირსეული ადამიანია, მან თავისი პროტესტი დამოუკიდებლად გამოთქვა. აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ირმას 3% არის ასევე ძალიან სასაცილო იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაშია, ძალიან მაღალ რაოდენობას დებს, გაუტოლო “გირჩს” და “ლელო”-ს, ძალიან ცუდი ტენდენციაა და რადგან “ლელო” ვახსენე აქვე მინდა გითხრათ, ამ პარტიის ამომრჩევლები იყვნენ ბანკირები, მათი წრე, ასევე საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო, 7-8 პროცენტი მაინც.

ანუ, მოხდა რაღაც მიტაცება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა და ბევრი ხმა მიიტაცა”- ამბობს ლალი მოროშკინა Multimedia.ge-სთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?