MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ოპოზიციაში დაწყებული განხეთქილება და  მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პროცესებში, ვის იყენებს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მიზნებისთვის და რატომ “ეჭვიანობს” სხვის ლიდერობაზე? ამ საკითხზე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა Multimedia.ge-ს ესაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ნიჭიერია, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურად მერყევი ადამიანები გამოიყენოს და გაუფუჭოს კარიერა, მიითვისოს მისი აზრები და ა.შ.

მან ერთ-ერთ მაგალითად, ორიოდე დღის წინ, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი ტელედაპირისპირება მოიყვანა და თქვა, რომ სააკაშვილმა უკვე დაიწყო ამ ორ ფლანგში თამაში და მელიას წინააღმდეგ,სწორედ  გუბაზ სანიკიძე გამოიყენა, ვინაიდან მელია, საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში გამოიკვეთა, როგორც ლიდერი.

“ამას მიხვდა მელია, ვინაიდან ის გამოიკვეთა, როგორც ლიდერი ამ  საპარლამენტო ოპოზიციის დაჯგუფებაში და შეხედეთ რა გააკეთა სააკაშვილმა? –  უცებ შემოიტანა განხეთქილება გუბაზის დახმარებით, ეს ჩანდა. დაწყებულია ძალიან ეშმაკური თამაში, რაშიც სააკაშვილი, მელიას წინააღმდეგ იყენებს გუბაზ სანიკიძეს.

მე კარგად ვიცი მისი ბრძოლის მეთოდები, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მოხერხებულად შეძლო შემოეტანა პირველი განხეთქილება”- განაცხადა ლალი მოროშკინამ Multimedia.ge-სთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?